ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში საუკეთესო ბლოგერი გამოავლინეს
04-05-2018
ბოლნისის №5 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა.
სკოლაში „რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესის განვითარების ასოციაციის“ პროექტის -,,დედა ენა ქართული“ სასკოლო ტური ჩატარდა, რომელშიც მე-11 კლასის მოსწავლემ თეონა პაპიაშვილმა გაიმარჯვა.
კონკურსზე მოსწავლებს ბლოგი თემაზე-,,დედა ენა ქართული“ უნდა დაეწერათ.
თეონას ნაშრომმა კონკურის სარაიონო ტურშიც დაიმსახურა ჟიურის ყურადღება და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
სკოლაში ასევე კონკურსი - ,,კალიგრაფიის მარგალიტები" გაიმართა. კონკურსში მე-10 კლასის მოსწავლემ ნინო მამულაშვილმა გაიმარჯვა.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში ლიტერატურული ვიქტორინაც გაიამრთა, რომელშიც მე-7 - მე-11 კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული 7 გუნდი მონაწილეობდა.
ვიქტორინა ორ ეტაპად ჩატარდა. გამარჯვებული გუნდის წევრებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
კვირეულის ბოლოს მე-2 - მე-4 კლასის მოსწავლეებმა მაყურებელს მხატვრულ-ლიტერატრული კომპოზიცია - ,,ო, ენავ ჩემო!“ წარუდგინეს.
მოსწავლეებმა დედა ენას მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და ამავე თემაზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს