ხულგუმოს საჯარო სკოლის პედაგოგმა - ანნა პეტროსიანმა, მოსწავლეებს საინტერესო ღია გაკვეთილი შესთავაზა
05-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-6 კლასში ისტორიის მასწავლებელმა ანნა პეტროსიანმა ღია გაკვეთილი ჩაატარა თემაზე - „სამცხე-ჯავახეთი“. 

მოსწავლეებმა მასწავლებლის დავალებით მოიძიეს და განიხილეს რეგიონის შესახებ ინფორმაცია, შემდეგ გააკეთეს პრეზენტაცია სამცხე-ჯავახეთის მახასიათებელ სფეროებზე, რომლებშიც ყურადღება გაამახვილეს აგროსაქმიანობაზე, კერძოდ კი კარტოფილის გადამუშავებაზე.

მოსწავლეებმა დეტალურად განიხილეს კარტოფილის გადამუშავების პროცესი და ცალკე ეტაპები.

ბავშვშვებმა, ყოველ ეტაპზე ინდივიდუალურად ისაუბრეს და აღწერეს კონკრეტულ ეტაპებზე კარტოფილის გადამუშავებისთვის საჭირო ინტრუმენტები და ტექნიკა.

მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი პერეზენტაცია, მსმენლებისთვის ძალიან საინტერესო და ყოვლისმომცველი აღმოჩნდა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღია გაკვეთილის მიზანი იყო საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის მახასიათებლების გაცნობა და განხილვა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203