„დიახ, გახლავართ საქართველოდან გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან“ - ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პატიორტული ღონისძიება 
06-06-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში მიეძღვნა ღონისძიება თემაზე - „დიახ, გახლავართ საქართველოდან გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან“. 

ღონისძიება მე-6 კლასის დამრიგებლის - მაია რიჟამაძისა და მე-3 კლასის დამრიგებელ ეკატერინე თედეშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

მე-3 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მხატვრულად წარუდგინეს - იოსებ ნონეშვილის ლექსი „ღმერთი და ხელები“. 

შემსრულებლები: წამყვანები - მარიამ ფაფაკერაშვილი და სერგი კურტანიძე; ღმერთის როლის შემსრულებელი - საბა ბლიაძე, ქართველები -  ნიკოლოზ მაისურაძე და ტასო მიქაძე. ბოლოს შესრულდა ცეკვა ქართული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203