ნაბახტევის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები ემოციურად, საუკეთესო სურვილებით გააცილეს
05-06-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
მათ მე-6 კლასის მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა - მაია რიჟამაძემ გაცილება მოუწყვეს. გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. მათ ფლეშმობი დადგეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს