შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფოტოკონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
05-06-2023

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფოტოკონკურსში - „ჩემი სამშობლო აქ არის“ მონაწილეობდნენ.

ფოტოკონკურსი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ იყო ორგანიზებული და მასში სკოლის ათამდე მოსწავლე: ლიზი მახათაძე, სანდრო ბებიაშვილი, ლიზი ფერაძე, ირინა ბუზალაძე, ზუკა მაჩიტიძე, ანი ცერცვაძე, ანი ტალახაძე, რეზი შავიძე, თათა გლუბჩაძე, დავით შველიძე და მაია მუმლაძე, მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ხელოვნების პედაგოგი - გულნაზ კვინიკაძე გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ 26 მაისს გამოვლინდა გამარჯვებულები და სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის - დავით შველიძის მიერ გადაღებულმა სურათმა, ჟიურის სიმპათია დაიმსახურა

ხოლო, მე-11 კლასის მოსწავლე თათა გლუნჩაძეს წილად ხვდა I ადგილი, რისთვისაც მას ფულადი ჯილდო, მადლობის სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

ყველა მონაწილე, ასევე, მადლობის სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.

შორაპნის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ გულნაზ კვინიკაძეს და მონაწილე  მოსწავლეებს აქტიურობისა და კარგი შედეგებისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203