წერეთელის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სპორტულ-გასართობი შეჯიბრით აღინიშნა
05-06-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლაში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ მოეწყო.

აქტივობაში მეოთხეკლასელები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

დღე მოსწავლეთათვის დასამახოვრებელი და სახალისო იყო.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203