ნაბახტევის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი
05-06-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო აქტივობები და პროექტები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასში ბუნებისმეტყველებაში კონფერენცია თემაზე - „თამბაქო“ ჩატარდა. 

მოსწავლეები: ნიკოლოზ მაისურაძე, ტასო მიქაძე და მარიამ ფაფაკერაშვილი კონფერენციაზე თემებით წარდგნენ, სადაც თამბაქოს მავნებლობაზე ისაუბრეს. 

პედაგოგმა ხათუნა გოგალაძემ კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

მე-6 კლასელები ასევე სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად არიან ჩართულნი. მათ არც მე-12 კლასელები დაივიწყეს.

მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა მაია რიჟამაძემ მე-12 კლასის მოსწავლეები „ფლეშმობით“ გააცილეს.

მათ აღნიშნულ დღეს ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.

„მათ გზა დაულოცეს კურსდამთავრებულებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203