ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
05-06-2023

ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელები 15 ივნისს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან. ეს როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგ - ლელა კაკოიშვილისთვის ემოციური მოვლენაა.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ლაიტმოტივად სიტყვები - „ოთხი წლის ამაგს სათუთად ვუვლით, მერე რა, თუ დღეს წარსულს ბარდება!“ გასდევდა

ბავშვებმა ღონისძიებაზე შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

„მე-4 კლასის მოსწავლეებმა, თავიანთ დამრიგებელ ლელა კაკოიშვილთან ერთად, ემოციური და ძალიან ლამაზი საღამო გვაჩუქეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს თვალმერცხალა გოგო-ბიჭებს! მათი სასკოლო ცხოვრების ახალი ეტაპიც აღნიშნულიყოს განსაკუთრებული წარმატებითა და ნაყოფიერებით! მუდამ ლაღნი და ბედნიერნი ყოფილიყვნენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203