რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ უცხო ენათა კათედრის კვირეული მოწყო
05-06-2023

რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ პროფესიონალ პედაგოგთა მთავარი საზრუნავი მოსწავლე - მათი განვითარება და ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდაა. 

ამჯერად, სკოლაში უცხო ენათა კათედრის კვირეული მოწყო. მის ფარგლებში არაერთი აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა.

კერძოდ, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია - „მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“ გამართეს, სადაც ამა თუ იმ ქვეყნისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები იყო განხილული. მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს შორის ლიტერატურული ვიქტორინა, ო’ჰენრის მოთხრობების მიხედვით, მოეწყო.

გარდა ამისა, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა 21-ე საუკუნის გამოგონებების შესახებ პრეზენტაციები გამართეს.

დამამთავრებელი ღონისძიება კი ინგლისელ ქალ ავტორებს მიეძღვნა. მოსწავლეებმა ქალ მწერალთა - ემილი დიკინსოსი, სილვია პლატი, ემილი ბრონტე, ჯოან როულინგი - ბიოგრაფიები წარადგინეს, წაიკითხეს ნაწყვეტები მათი შემოქმედებიდან და მსმენელს მათ შესახებ ინფორმაცია უკეთესად გააცნეს. 

აქტივობებმა დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203