დიდი დმანისის საჯარო სკოლაში ქართული ეროვნული სამოსის შესახებ ღონისძიება გაიმართა
05-06-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად, საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს.
პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ. გეოგრაფიის მასწავლებელმა ლალი ოგნაძემ VI-VII-IX კლასის მოსწავლეებთან (VI - მოსწავლე ნია ტატუაშვილი, IX- კლასის მოსწავლე გელა მარტიაშვილი) ერთად, საინტერესო ღონისძიება გამართა.
მათ ამ აქტივობით საქართველოს მოსახლეობას ეროვნული სამოსის დღე მიულოცეს. მოსწავლეები შესაბამისად გამოეწყვნენ, ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საინტერესოდ ისაუბრეს. როგორც სკოლაში ამბობენ, მათ სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი სამოსიც წარადგინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს