„მდგრადი განვითარება“ - მანავის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
05-06-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო ღონისძიებები და პროექტები იმართება. 

ამჯერად, VII კლასის მოსწავლეებმა პროექტზე - „მდგრადი განვითარება“, მუშაობა დაასრულეს. 

მოსწავლეებმა პროექტით განსაზღვრული ამოცანები გულდასმით განახორციელეს - დაასუფავეს სკოლის ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორია, დარგეს ნარგავები და ყვავილები, აიმაღლეს ცოდნა ეკოლოგიურ საკითხებში. ისინი აქტივობებში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს,

როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტმა მოსწავლეებს, საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიმართებით, პასუხისმგებლობა აუმაღლა. 

კლასის დამრიგებელი თეა ფოცხვერასვილი მოსწავლეთა განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203