დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს შემოქმედებითი ღონისძიება მიეძღვნა
05-06-2023
დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 
 
ამასთან დაკავშირებით, ხელოვნების პედაგოგმა მაია ბოლქვაძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მ.აბულაძესთან თანამშრომლობით, ღონისძიება ჩაატარა. მასში ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტი იყო წარმოდგენილი.

მე-7 კლასმა ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „კაცია ადამიანი?!” მიხედვით ინსცენირება გამართა, ხოლო მე-7 კლასის მოსწავლეებმა ინჯალო რაუფის ნაწარმოების - „ბიჭი ჩვენი სკოლის ბოლო მერხზე“ პერსონაჟები თავიანთი ინტერპრეტაციით განასახიერს. გარდა ამისა, ჩრდილების თეატრი მე-6 კლასის გოგონებმა და „კომბლე“ მე-5 კლასის მოსწავლეებმა კარგად გაითამაშეს.

აღსანიშნავია, რომ დეკორაციები თავად მოსწავლეებმა დაამზადეს, ღონისძიებამ მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203