საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ასფალტი მოხატეს
05-06-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე შემოქმედებითი აქტივობით აღინიშნა.

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით სკოლის ეზოს ასფალტი ფერადოვნად მოხატეს, სასკოლო სივრცე გაალამაზეს და ეს დღე ერთმანეთს დიდი სიყვარულით მიულოცეს.

ბავშვებოსთვის ეს დღე ძალიან სახალისო, ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203