„გავუფრთხილდეთ დედამიწას“- დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოებას საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს
05-06-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის საინტერესოდ და გამორჩეულად აღინიშება.
რასაკვირველია, გამონაკლსი არც დედამიწის დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, გეოგრაფიის მასწავლებელმა - ლალი ოგნაძემ მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად, აქტიოვობები, თემით - „დაიცავი დედამიწა“, განახორციელა.
მათ დედამიწის დაცვის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს, ასევე ხაზი გაუსვეს ამ დღის ისტორიას. გარდა ამისა, ისინი საზოგადოებაში გავიდნენ და შემხვედრ ადამიანებს საინფორმაციო ბროშურები, მოწოდებით - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“ გადასცეს.
აქტივობაში ყველა დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო.