გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ბავშვთა უფლებების შესახებ საინფორმაციო-საგანმანათლებო შეხვედრები ჩატარდა
05-06-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, ბავშვთა უფლებების საკითხებზე, VII და X კლასების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებო შეხვედრები ჩატარდა.
შეხვედრებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ტრენერი, მანდატური ლია სიმონიშვილი უძღვებოდა. მან მოსწავლეებს ბავშვთა უფლებების კონვენცია გააცნო და მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. თეორიული ნაწილის გაცნობასთან ერთად, მოზარდებმა ბავშვთა უფლებების საკითხებთან დაკავშირებული პრაქტიკული სავარჯიშოებიც შეასრულეს.
მოსწავლეები შეხვედრების მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ, ცოდნა გაიღრმავეს, შეკითხვები დასვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს