ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეებთან ფეხბურთში ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
05-06-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ოგრანიზებით, მოსწავლეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფეხბურთში ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატს მიეძღვნა.

შეხვედრის მიზანი აღნიშნული ტურნირის შესახებ ცნობადობის გაზრდა, სპორტული და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო. ღონისძიების მიმდინარეობაში ყველა მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ტურნირის დასკვნით ეტაპს 21 ივნისიდან 8 ივლისამდე, წელს თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებენ. ამასთან, ბათუმში ფინალური შეხვედრაც გაიმართება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203