გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ღონისძიებით უმასპინძლეს
05-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლას საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სტუმრობდნენ. 

პატარებისთვის, სპორტის მასწავლებლებმა, საინტერესო თამაშებით დატვირთული „მხიარული სტარტები“ მოაწყვეს, რისთვისაც სკოლამ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ბატონ გიორგისა და ბატონ ბადრის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ მომავალ პირველკლასელთა ინტეგრაციისათვის, ბაღის მასწავლებლებთან თანამშრომლობით მოეწყო მცირე ღონისძიება.

პატარებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ მოეწყო მცირე ექსკურსიაც - ბაღის აღსაზრდელებმა დაათვალიერეს სკოლა და სასწავლო პროცესს ახლოდან გაეცნენ.

შეხვედრის ბოლოს სასკოლო საზოგადოებამ და პატარა სტუმრებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

სკოლაში, ბაღის წარმომადგენლებსა და პატარა სტუმრებს ამ საინტერესო დღისთვის მადლობას უხდიან.

„მადლობა გორელოვკის ბაღის წარმომადგენლებს თანამშრომლობისათვის! მადლობა ბაღის წარმომადგენლებს - ქალბატონ მარეხსა და ქალბატონ ნარგიზს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203