ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა სპექტაკლი - „წითელქუდა“ გაითამაშეს
05-06-2023
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში „ჩრდილების თეატრის ფესტივალი“ გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, მე-4 კლასის მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრი მოაწყვეს და სპექტაკლი - „წითელქუდა“, გაითამაშეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი მოსწავლეებში ქართულად მეტყველების და შემოქმედებითი უნარების განვითარება იყო.
აღსანიშნავია, რომ პროექტმა წარმატებით და საინტერესოდ ჩაიარა.
პროექტის ორგანიზატორი ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი ალინა სიმონიანი იყო.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, იმისთვის რომ არაქართულენოვან მოსწავლეებს ქართულ ენაზე გამართულად საუბარში და ენის შესწავლაში დაეხმარონ მსგავს აქტივობებში რთავენ რაც საკმაოდ ეფექტურია.
„პრობლემის დასაძლევად ეფექტიანია მოსწავლეების ჩართვა სპექტაკლებში და სხვადასხვა როლის მორგება. სწორედ ამიტომ სკოლაში განხორციელდა პროექტი“, - აღნიშნავენ სკოლაში
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს