ტყიბულის N6 სკოლის II კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელი მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე მორიგი წარმატებით გაახარეს
05-06-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმატებასაც აღწევენ. 

სკოლის II კლასის მოსწავლეებმა - ელენე კუბლაშვილმა, ცოტნე მაღლაფერიძემ და ვატო დევდარიანმა დამრიგებელი და მათემატიკის პედაგოგი, მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე და სასკოლო საზოგადოება მორიგი წარმატებით გაახარეს. 

ელენე და ცოტნე izrune.ge-ს დიდი ოჯახის აქტიური და ნიჭიერი წევრები არიან. მათ მაისის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის სიამაყით მიენიჭათ ოქროს დიპლომები.

ეს ელენეს მეთერთმეტე, ხოლო ცოტნეს მეორე გამარჯვებაა.

ვატო დევდარიანმა კი მონაწილეობა მიიღო მათემატიკურ ოლიმპიადაში - „ევერესტი“ და გადაეცა სერტიფიკატი. საამაყო მოსწავლეებმა, პედაგოგმა და მშობლებმა ეს წარმატება დაუღალავი შრომით მოიპოვეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203