მუხურის თემის საჯარო სკოლის პედაგოგებმა საერთაშორისო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებები წარადგინეს
05-06-2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებულნი არიან. ისინი სხვადასხვა პროექტსა და კონფერენციაში და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის წამყვანი მასწავლებლები: მაია მებონიამ (ისტორია) და ირმა თოდუამ (ქართული ენა და ლიტერატურა) წლის შემაჯამებელ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ, სადაც საინტერესო მოხსენებები წარადგინეს.

პრეზენტატორებმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

აღნიშნული კონფერენცია 27 მაისს ქუთაისში, სასტუმროში „ქუთაისი ინნ“, განათლების კლუბ „Key Consulting“ ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაში განათლების სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და ასევე უცხოელი მომხსენებლები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203