შუასურების საჯარო სკოლის მე-7 კლასში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
05-06-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პედაგოგები საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი (ინტეგრირება - ისტორიასა და გეოგრაფიასთან) ჩატარდა.

სასწავლო პროცესს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინა ტრაპაიძე ხელმძღვანელობდა.

გაკვეთილის თემა, ნოდარ დუმბაძის - „ჰელადოს“ იდეური ანალიზი იყო. მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე საინტერესოდ ისაუბრეს, მოთხრობა განიხილეს და გაანალიზეს. ისინი საგაკვეთილო პროცესში აქტიურად და მონდმოებით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა უნარებს, ცოდნას წარმოაჩენს და ავითარებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203