ხარაულის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა
05-06-2023
თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა ისტორიული მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება. 

გამონაკლისი არც 26 მაისი ყოფილა.

სკოლის სააქტო დარბაზში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ზურაბ გორგილაძის საიუბილეო საღამო ერთობლივად ჩატარდა.

ღონისძიების ხელმძღვანელები იყვნენ: ისტორიის მასწავლებელი - გენადი ტაკიძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მაყვალა ზაქარაძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

შემდგომ, მე-7, მე-10 და მე- 11 კლასიების მოსწავლეთა შესრულებით ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაზე მე-11 კლასელებმა - ანანო ბერიძემ, მარი ბერიძემ და თათია მახარაძემ ისაუბრეს.

აღნიშნული საკითხის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და საქართველოს ისტორია სურათებით მიმოიხილეს მეექვსეკლასელებმა.

საქართველოს შესახებ ლექსები მე-7, მე-10 და მე-11, კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს.

ზურაბ გორგილაძის ბიოგრაფიის შესახებ კი პრეზენტაცია ანრი ქოქოლაძემ და მარი ბერიძემ გააკეთეს.

ზ. გორგილაძის შემოქმედებიდან ამონარიდები -  მე-2 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს, მე-8 კლასელმა მოყვარულმა მკითხველებმა კი ლექსები, „ქარი გიმღერის ნანასა“, მოსწავლემ თამთა ჭანუყვაძემ კი - „შენ ისე ღრმა ხარ ქართულო ცაო“ წაიკითხეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ჰიმნით დასრულდა.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203