წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს განსაკუთრებული დღესასწაული აჩუქა
05-06-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გრანდიოზულად აღინიშნა.
სკოლის მოსწავლეებს ადმინისტრაციამ ნამდვილი დღესასწაული მოუწყო. სკოლაში მიწვეული იყო გასართობი ცენტრი, რომელმაც მოსწავლეთა ჩართულობით წარმოადგინა გასართობი-მუსიკალური ნომრები, მოეწყო ცარცით ასფალტზე ხატვა, ქიმიის მასწავლებელმა - თათია ივანეიშვილმა, ეკო-კლუბისა და სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეების მონაწილეობით, მოაწყო მხიარული ექსპერიმენტები.
აქტივობები მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა, ბევრი იმხიარულეს. ეს დღე მათ სასკოლო ცხოვრებაში დაუვიწყარ მოგონებად ჩაიწერება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ.
1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სომბოლური დროშა გააჩნია. მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ განთავსებულია სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები რომლებიც ასახავენ მრავალფეროვნებას, მრავალმხრივობას და მოთმინებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს