მახათაურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
05-06-2023

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ ჩატარდა, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აქტივობის ხელმძღვანელი სპორტის მასწავლებელი გიორგი თურმანიძე გახდლათ.

მოსწავლეებმა თამაშში შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ დრო ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203