ლასურიაშის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო და სახალისო აქტივობებით აღინიშნა
05-06-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიშის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული.

ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო აქტივობა ჩაატარეს, ფერადი ბუშტებით მორთეს სკოლის ეზო და ერთმანეთს ეს დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს.

ღონისძიებაზე, ნახატების გამოფენა მოეწყო, ასევე, გაიმართა „მხიარული სტარტები“, მასში მონაწილეობდნენ, როგორც მოსწავლეები ისე მასწავლებლები.

ღონისძიება ემოციებით დატვირთული და ხალისიანი აღმოჩნდა, ის მოსწავლეების მეხსიერებაში, როგორც ერთი დაუვიწყარი დღე ისე ჩაიბეჭდება.

სკოლაში, ბავშვებს ბედნიერი და ნათელი მომავალი უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203