ლასურიაშის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი გამორჩეული თაობა გააცილეს
05-06-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

2023 წლის კურსდამთავრებულებმა სკოლის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს.

ახალგაზრდებმა ღონისძიებაზე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს, საყვარელ პედაგოგებთან ერთად სკოლაში გატარებული 12 წლიდან საუკეთესო, ემოციური და სასაცილო მოგონებები გაიხსენეს.

მოსწავლეებისთვის ეს დღე ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა, ისინი ემოციებით დატვირთულები და საუკეთესო მოგონებებით, სკოლას დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203