ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი ლუკა გვარამაძე ერთი წლის განმავლობაში ამერიკულ სკოლაში ისწავლის
05-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებასა და მიღწევებს ყოველთვის მხარს უჭერენ.

ამჯერად, სკოლაში მე-11 კლასელის - ლუკა გვარამაძის წარმატებას აღნიშნავენ.

მეთერთმეტეკლასელი, StarAcademy - ის მოსწავლეთა საგანმანათლებლო სასკოლო გაცვლითი პროგრამის მონაწილეა და ერთი  წლის განმავლობაში ამერიკულ სკოლაში ისწავლის.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლუკა გვარამაძე მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა.

ის დაჯილდოებულია პერსონალური კომპიუტერით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში (პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ,რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი  საფეხურის ნიშანი 10 ქულაა) იგი ასევე აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტში, წარმატებით მონაწილეობდა  CENN-ისა ( კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) და Education USA Georgia-ს ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამაში“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნული მოსწავლის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი - „ერთად ბარალეთისთვის“, რომელიც გარემოსდაცვითი ღონისძიებებს ახორციელებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დირექტორმა - მაკარ ისაკიძემ სკოლის წარმატებულ მოსწავლეს, ამერიკულ სკოლაში წასაღებად, ქართული დროშა გადასცა.

„სკოლა ულოცავს ლუკას მიღწეულ წარმატებას  და  მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203