თბილისის N190 სკოლის II კლასის მოსწავლის - ლიკა რამაზაშვილის მორიგი სპორტული წარმატება
05-06-2023

თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას სიამაყის მიზეზს ხშირად აძლევენ. 

ამჯერად კი, II კლასის მოსწავლე ლიკა რამაზაშვილმა მორიგ წარმატებას მიაღწია. 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში, ახალ სპორტის სასახლეში ტანვარჯიშში ტურნირი ჩატარდა. მასში ლიკა რამაზაშვილმა ღირსეულად იასპარეზა, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინა და წარმატებას მიაღწია. 

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე, ამჯერად, ჰიპ-ჰოპში გამარჯვებული და მეორე ადგილის მფლობელი გახდა, ასევე ტანვარჯიშის განხრით ჯგუფური ცეკვით მოიპოვა პირველი ადგილი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203