უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო და სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
05-06-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს და მის მნიშვნელობას გაეცნენ.

მათ ლექსები, წაიკითხეს, იმღერეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აღნიშნული დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203