„დღეს ჩემი დღეა“ -  განძის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
05-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლის მე-2 კლასში, პედაგოგ ა. ბადიშიანის ხელმძღვანელობით, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დღეს ჩემი დღეა“ ჩატარდა. 

მოსწავლეებმა 1-ელი ივნისის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, თემატური პლაკატები, ნახატები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მათ მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203