ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტული ღონისძიება ჩატარდა
05-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში სპორტული ღონისძიება ჩატარდა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. ისინი სხვადასხვა შეჯიბრში მონაწილეობდნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ძალიან ნაყოფიარად გაატარეს. 

გარდა ამისა, ბევრი ითამაშეს და იცეკვეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ, სკოლის დირექტორმა მოსწავლეები აქტიური მონაწილეობისთვის სიგელებით და მედლებით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203