ძევრის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება 
05-06-2023

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი ღონისძიება მოაწყვეს.

სასწავლო წლის ბოლო ახლოვდება, მოსწავლეები კი, თავიანთ პირველ მასწავლებელს, მარუსა ბერუაშვილს  ღონისძიებით ემშვიდობებიან.

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში შთამბეჭდავი სანახაობა მოაწყვეს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, თეატრალური წარმოდგენები დადგეს და ღონისძიების ბოლოს ფერადი კვამლით გაალამაზეს დღე.

„ბოლოს გატყდა ყოველთვის გაწონასწორებულ მარო მასწი და ალალი ცრემლები, სული და გული უკვე მერამდენედ გააყოლა პატარებს“, - სიყვარულით გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203