თბილისის N103 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს
05-06-2023

თბილისის N103 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეთა მონაწილეობით ღია ცის ქვეშ მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო.

„წარმატებით გაიარა სკოლასთან შეგუებისა და სასწავლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების საწყისმა ეტაპმა სასკოლო ღონისძიებებით გასვლითი გაკვეთილებით, ანბანის გაცნობითა და სხვადასხვა აქტივობით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაზე პირველკლასელებმა ნასწავლი გამოავლინეს, ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

დღე ემოციური, დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„გილოცავთ ამ ეტაპის წარმატებით დასრულებას. გისურვებთ საინტერესო და მხიარულ არდადეგებს“, - კიდევ ერთხელ ულოცავენ პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დამთავრებას სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები, აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203