ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს
05-06-2023

ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც მე-3 კლასის მასწავლებელი - ნინო ვარდიაშვილი ხელმძღვანელობდა.

ღონისძიებაში ასევე სკოლის მე-2 (მასწავლებელი ლიანა დევიძე) და მე-4 კლასის მოსწავლეები (მასწავლებელი მარინე ფხოველიშვილი) მონაწილეობდნენ.

მათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზეიმზე უამრავი სახალისო ნომერი წარადგინეს.

ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები -  სიმღერები, ქართული ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს. 

მათ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიების დასასრულს კი მოსწავლეებმა სკოლის ეზო მოხატეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203