ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი საინტერესო გაკვეთილით შეაჯამეს
05-06-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა მთავარი საზრუნავი მოსწავლეები მოტივირება, განვითარება და ცოდნის გაღრმავებაა. 

პირველ კლასში, წლიური შემაჯამებელი გაკვეთილი დაწყებითი კლასების მასწავლებელმა თამილა ჭაჭუამ ორიგინალური ფორმით ჩაატარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ახალი ინფორმაციაც აითვისეს. 

პედაგოგმა პირველკლასელებს არაერთი სახალისო თუ საინტერესო აქტივობა შესთავაზა. 

თითოეულმა მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენა, მათ სიტყვები და წინადადებები გამართულად წაიკითხეს, საინტერესოდ ისაუბრეს და ბოლოს, სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

გაკვეთილს სკოლის დირექტორი - მარინე ჯანჯღავა ესწრებოდა. გაკვეთილმა დიდი წარმატებით და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203