ლიის თემის N2 სკოლის პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს
05-06-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით, საზეიმოდ დაასრულეს.
ეს მნიშვნელოვანი დღე მათ დაუვიწყარ დღესასწაულად კლასის დამრიგებელმა და პირველმა მასწავლებელმა - თამილა ჭაჭუამ უქცია. მისი ხელმძღვანელობით გამართულ ღონისძიებაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
საზეიმო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, სხვადასხვა აქტივობა გამართეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. მათ პედაგოგმა სიგელებიც გადასცა.
აღსანიშნავია, სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს