„აჭრელებული თეთრი პერანგები, უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები“-  ქუთაისის N37 სკოლიდან კურსდამთავრებულები სიყვარულით გააცილეს
05-06-2023

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები მშობლიურ სკოლასა და მასწავლებლებს დაემშვიდობნენ. 

„ბოლო ზარი“ საზეიმოდ მე-12 და მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის დაირეკა. სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები. მოსწავლეები დაემშვიდობნენ  მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადებიან“,- აღნიშნავნ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203