ლანჩხუთის N1 სკოლის მოსწავლეებმა კარატეს საერთაშორისო ტურნირში მედლები დაიმსახურეს
05-06-2023
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ წარმატებას მიაღწიეს.

საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ თბილისში საერთაშორისო ტურნირი - Open Georgia 2023 ჩაატარა. მასში ლანჩხუთის სპორტული ცენტრის კარატისტები, მათ შორის ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მონაწილეობდნენ. 

მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და შესაბამისი შედეგი დააფიქსირეს. მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ნატა ლორიამ, სადრო სამსონიამ და ყველაზე ნორჩმა კარატისტმა - პირველკლასელმა ლუკა აბაშიძემ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„როგორც მწვრთნელებისგან შევიტყვეთ, ბავშვებს მხოლოდ 6-თვიანი მომზადება ჰქონდათ გავლილი, მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხეს საპრიზო ადგილების დაკავება. ვულოცავთ, ჩვენს კარატისტებს და მათ მწვრთნელებს! ეს წარმატებების მხოლოდ დასაწყისი ყოფილიყოს!!!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203