წყალტუბოს N4 სკოლის დაარსების საიუბილეო თარიღს გამოფენა მიეძღვნა
05-06-2023
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა უკვე ათეული წლებია, რაც მოსწავლეთა განვითარების სადარაჯოზე დგას, პროფესიონალი მასწავლებლები ყოველდღიურად ზრუნავენ, რომ ღირსეული მომავალი თაობა აღზარდონ. 

ამჯერად, ფოიეში, სკოლის 90-ე წლისთავთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ასევე, ცალკე კუთხე დაეთმო ხელოვნების მასწავლებლის - ინგა გრძელიძის ნახატების გამოფენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი თითოეული ნამუშევარი განსაკუთრებული, საინტერესო და შთამბეჭდავი იყო. ამაზე დამთვალიერებელთა დაინტერესება და მათი დადებითი შეფასებებიც მეტყველებდა. 

ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. 

„მადლობა მათ ამ ლამაზი დღეების კიდევ უფრო გალამაზებისთვის. წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს შემოქმედებით საქმიანობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203