წაჩხურუს საჯარო სკოლაში, თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები მოეწყო 
05-06-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტულია ჯანსაღი ცხოვრების წესი. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

წაჩხურუს საჯარო სკოლაში აღინიშნა თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით, დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და დაარიგეს სასკოლო საზოგადოებაში. 

ასევე, გაიმართა აღნიშნულ თემაზე ნახატების გამოფენა, დასახელდა სამი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები.

სკოლაში აქტივობები ბიოლოგიის მასწავლებლის თამუნა გულორდავას ხელმძღვანელობით მოეწყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203