ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნენ თუ როგორ ხდება მდინარეების წყლის შემადგენლობის ანალიზი
05-06-2023

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ. სკოლაში მათ მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, სწორედ ამიტომ, ბავშვები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო ადგილებს აქტიურად სტუმრობენ.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო კათედრის ორგანიზებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული აქტივობა სასკოლო პროექტ „გარემოს დაცვის“ ფარგლებში ჩატარდა.

„მოზარდები პრაქტიკულად გაეცნენ როგორ ხდება ქუთაისის შემოგარენში არსებული მდინარეების წყლის შემადგენლობის ანალიზი, დაათვალიერეს შესაბამისი აღჭურვილობა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ისინი ასევე სააგენტოს თანამშრომლებს გაესაუბრნენ.

„მათთან დიალოგის დროს, მოსწავლეებმა იმსჯელეს ჩვენი მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

მერვეკლასელებმა საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

მოსწავლეთათვის დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს საჭირო ცოდნას სძენს და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203