რუსთავის N23 საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
05-06-2023

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებულად, შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებით აღინიშნება.

არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩაუვლია განსაკუთრებული აღნიშვნის გარეშე, VI კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ზიზი ჭაჭაშვილის ხელმძღვანელობით, ეს დღე შემეცნებითი ღონისძიებით მიულოცეს ერთმანეთს.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა კედლის გაზეთები და პლაკატები დაამზადეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და საქართველოს ჰიმნი გულანთებულებმა შეასრულეს.

ბავშვებმა, ასევე, გაიხსენეს ქვეყნის ისტორიული წარსული და აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის დამოუკიდებლობა და მისთვის ბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203