გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კულტურულ-შემეცნებითი ტური 
05-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები გასვლითი ღონისძიებით რაბათის ციხეში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეები საქართველოს კულტურულ ძეგლს, მის ისტორიას გაეცნენ, ახალი და მათთვის უცნობი ინფორმაციები მოისმინეს და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

რაბათის ციხის მონახულების შემდეგ მოსწავლეები ახმეტელის თეატრის სპექტაკლს - „თეთრი ბაირაღები“, დაესწრნენ, რამაც მათთვის, დღე კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.

აღსანიშნავია, რომ გასვლით აქტივობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ჯვარიძე და მე-8 კლასის დამრიგებელი - ნუგზარ მარკოიძე ხელმძღვანელობდნენ, რისთვისაც მას სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეები დიდ მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203