„ხმა ერის“ - ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
05-06-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „ხმა ერისა“ წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ  პროექტს მასწავლებელი მარიამ მამაიაშვილი ხელმძღვანელობდა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს მნიშვნელოვანი ადგილები აკაკი წერეთლის პოემიდან „თორნიკე ერისთავი“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა წარადგინეს პრეზენტაციები: დროში მოგზაურობა, ძველი ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ, კულტურულ - ისტორიული ძეგლები საზღვარგარეთ, მითი ამირანზე საინტერესო სანახაობად გადაიქცა.

„მრავალჟამიერ გუგუნებდეს თქვენი ხმა, ჩემო პატარებო!“ - აღნიშნავს მასწავლებელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203