„ჰაერის კაფსულა“ - წყალტუბოს N1 სკოლის მეშვიდეკლასელებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გამართეს 
05-06-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალების - „ჰაერის კაფსულა“, პრეზენტაცია წარადგინეს.

მოსწავლეებმა დავალებაზე ფიზიკაში, მასწავლებელ ირინა ალავიძის ხელმძღვანელობით იმუშავეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კომპლექსური დავალება იყო კვლევითი სამუშაო, მოითხოვდა ექსპერიმენტების ჩატარებას და ახსნას ფიზიკის თვალსაზრისით.

მოსწავლეების უმრავლესობამ დავალებას წარმატებით გაართვა თავი, რასაც მოწმობდა მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები ვიდეორგოლის და პოსტერის ფორმით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კომპლექსურ დავალებაზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში საკითხის ღრმად გააზრებას და ისეთი მნიშვნელოვანი უნარ- ჩვევების განვითარებას, როგორიც არის კვლევის, ტრანსფერის, პრეზენტაციის უნარი.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, დირექტორის მოადგილე დალი სილაგაძე, საზოგადოებრივ მეცნიერებების კათედრის გამგე თამილა თუთბერიძე და კლასის დამრიგებელი და ისტორიის მასწავლებელი თეა ბობოხიძე, რომლებმაც გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.

„მადლობა, მე- 7 კლასის უაღრესად მოწესრიგებულ მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაციისა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისთვის! წარმატებები კვლავ და კვლავ“, - აღნიშნავს საგნის ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი თეა ბობოხიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203