ივანდიდის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
05-06-2023
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა.

ეს დღე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, უკვე წლებია, რაც სხვადასხვა აქტივობითა და ღონისძიებით აღინიშნება.

ამჯერად, სპორტის მასწავლებლებმა - მარიკა კეჩხუაშვილმა და რომან კაკაურიძემ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, „მხიარული სტარტები“ ჩაატარეს.

თამაშში მონაწილეობდნენ შემდეგი გუნდები:

  • III კლასი - „შევარდენი“;
  • IV კლასი - „მერცხალი“;
  • V კლასი - „მართვე“;
  • VI კლასი - „ფეოლა“.

თამაშში ერთმანეთს მე-3 და მე-4, მე-5 და მე-6 კლასების გუნდები ხვდებოდნენ.

„თამაშის შედეგებს აკვირდებოდა და აჯამებდა ჟიური. ხოლო  გუნდების მხარდამჭერები იყვნენ მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სხვადასხვა აქტივობით დატვირთული თამაში ორი გუნდის: „შევარდენის“ (III კლასი) და „ფეოლას“ ( VI კლასი) გამარჯვებით დასრულდა.

გამარჯვებულ გუნდებს სკოლის ხელმძღვანელობის სახელით სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.

„მხიარული სტარტების“ დასასრულს, ამ დღის აღსანიშნავად  მათთვის განკუთვნილი კუთხე, რომელიც ხელოვნების მასწავლებლის - ია ტერელაძის ხელმძღვანელობით მოეწყო, მოსწავლეებმა „ფერადი ხელებით“ გაალამაზეს და თავიანთი სიხარული ამ ჟესტით გამოხატეს.

მათი გზავნილი ასეთია - „ფერადი და  ნათელი დღეები ბავშვებს!“

„ჩვენი სკოლის სახელით ვულოცავთ ჩვენს პატარებს და სრულიად დედამიწის მცხოვრებ ყველა პატარას დღევანდელ დღეს. ვუსურვებთ ლაღ და ბედნიერ ბავშვობას. ნათელ და წარმატებულ მომავალს. მადლობა დღევანდელი დღისთვის ღონისძიების ორგანიზატორებს. თქვენ ჩვენი პატარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გაბარიათ, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა,  გისურვებთ, საუკეთესოდ გამოგსვლოდეთ! მადლობა, სკოლის დირექტორის მ/შ - ლია ჩიხლაძეს ღონისძიების მხარდაჭერისთვის, საჭირო რესურსებით აღჭურვისთვისა და საჩუქრებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203