სენაკის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება  
05-06-2023

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები 15 ივნისს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან. 

ეს, როგორც მოსწავლეთა, ასევე მათი პედაგოგისთვის - ნონა ფარულავასთვის ემოციური მოვლენაა.

ამასთან დაკავშირებით, საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და პედაგოგს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.

ბავშვები სადღესასწაულო სამოსში გამოეწყვნენ, იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„ნონა მასწავლებელმა თავის გამორჩეულ, ნიჭიერ მეოთხეკლასელებს გზა დაულოცა. თაობები თაობებს ცვლიან“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, წელს პირველკლასელებს განსაკუთრებულად ელოდებიან, რომლებსაც ასევე დიდი ენთუზიაზმით მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203