აშკალის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სპორტულ-გასართობი ღონისძიება მიეძღვნა 
05-06-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ფლეშმობი მოაწყვეს.

ბავშვები ასევე სპორტულ-გასართობ ღონისძიებაში - „მხიარული სტარტები“ ჩაერთნენ და დაუვიწყარი დრო გაატარეს, ბევრი იმხიარულეს და ეს დღე ასე საზეიმოდ აღნიშნეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს თამაშებში, გამარჯვებულ გუნდებს სერტიფიკატები გადაეცათ და ზეიმის ბოლოს კი, სკოლის სპორტული მოედანი ფერადი კვამლით გააფერადეს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 










 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203