„ბავშვები ჩვენი ნათელი მომავალია“ - განთიადის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნა 
05-06-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.

სკოლაში ამ დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი ღონისძიება - „ბავშვები ჩვენი ნათელი მომავალია“ ჩატარდა, რომელშიც I-VIII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები ქართულ და ინგლისურ ენაზე შეასრულეს. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღნიშნულ დღე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა.

ბავშვებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მასწავლებლები: თამილა ხინკილაძე, მზია ყურშუბაძეს და ხატია დევაძე.

„მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებს: პედაგოგებს: თამილა ხინკილაძეს, მზია ყურშუბაძესა და ხატია დევაძეს, ასევე, ყველა მონაწილე მოსწავლესა და მშობლებს. გისურვებთ ნათელ მომავალს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:











 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203