ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები ხაშურის N7 საჯარო სკოლაში 
05-06-2023

ხაშურის N7 საჯარო სკოლაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზო მრავალფეროვნად გააფორმეს, შემდეგ სპორტული ღონისძიება მოაწყვეს და ერთმანეთს სხვადსხვა დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარებოდნენ.

„ჩვენთვის - უპირველესი, თქვენ ხართ ბავშვებო!“, - ამ მოტივით ჩატარებულ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს იცინეს და ერთმანეთს ეს დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203